NASA-ს დღის ფოტო - მარსის ვულკანის ერთ-ერთი პირველი სურათი, 1971 წ.
1971 წლის 14 ნოემბერს, წითელი პლანეტის ორბიტაზე მოძრავმა პირველმა კოსმოსურმა ხომალდმა მარინერ 9-მ ეს და სხვა ფოტოები გადაუღო მარსის ვულკანურ ველს, კრატერის გასწვრივ დაახლოებით 40 კმ სიგანეზე.
სურათები გადაღებულია მიმდევრობით, ხომალდის ფართოკუთხიანი და ტელეფოტო ლინზებით.
მწვერვალის კრატერი და დაბლა, კალთებზე ჩამავალი ღარები სავარაუდოდ წარმოქმნილია ჩაწოლილი, ზედაპირქვეშა მაგმის ნაკადის მოძრაობით.
მარინერ 9 სხვა პლანეტის ორბიტაზე მოძრავი პირველი ხომალდი იყო ისტორიაში. მან მარინერ 6-ის და 7-ის მიერ დაწყებული საქმე განაგრძო — მარსის ატმოსფეროს კვლევა.
ამავე დროს, რუკაზე დაიტანა წითელი პლანეტის ზედაპირის 70%-ზე მეტი.
წყარო: nasa.gov