ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე 1980 წელს დაბადებული ჰ.მ. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული რვიდან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდა. პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ჰ.მ.-ს მიერ გაყიდული 5 შეკვრა „ჰეროინი“.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.