ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე სარფში ერთი პირი დააკავეს
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული თ.ფ. სარფში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
,,სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 50 აბი „მეტადონი“ და 86 გრამამდე ე.წ. „სირეცი“ ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.