ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაზე დაკავებული გიორგი გოგებაშვილისა და ნინო გეგელაშვილის საქმის განხილვა გრძელდება.

სხდომაზე დაცვის მხარემ ორივე მსჯავდებულის პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და 10 მაისს მიღებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა ძალაში დატოვა.

სამართალდამცველებმა 27 წლის ნინო გეგელაშვილი და 24 წლის გიორგი გოგებაშვილი ნარკორეალიზების ბრალდებით 8 მაისს დააკავეს.