ნარკორეალიზების საქმეზე დაკავებულების ადვოკატებს საქმის მასალები გადასცეს
ნარკორეალიზების საქმეზე დაკავებულების ადვოკატებს საქმის მასალები გადასცეს

ღამის კლუბებში განხორციელებული რეიდების დროს, ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით დაკავებული პირების ადვოკატებს საქმის მასალები გადასცეს

საქმის მასალები  სამი ტომისგან შედგება და ჯერჯერობით, ადვოკატებისთვის უცნობია,  რა მტკიცებულებები აქვს ბრალდებას. დაცვის მხარეს ასევე გადასცეს მეხსიერების ბარათები, სადაც მათი ვარაუდით, წარმოდგენილია ვიდეო და აუდიო მასალები.

ვიდრე საქმის მასალებს გაეცნობოდნენ, ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები მოინახულეს. უმრავლესობა ამ ეტაპზე კვლავ დუმილის უფლებას იყენებს.

რაც შეეხება გამოძიების მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერს, ადვოკატების განცხადებით,  უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა და დადგინდეს, არიან თუ არა ამ ვიდეომასალაში მათი დაცვის ქვეშ მყოფები.

ადვოკატების ინფორმაციით, ბრალდებულების საქმეზე სასამართლო სხდომა, სადაც აღკვეთის ღონისძიების საკითხს განიხილავენ, ხვალ გაიმართება. ყველა ადვოკატი გირაოს შუამდგომლობის დაყენებას აპირებს.