ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულ პირებს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ
ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულ პირებს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ

ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულ რამდენიმე პირს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

ერთ-ერთ მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით აქვს წარდგენილი, ხოლო დანარჩენ შვიდს 260-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით.

როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, მათ საქმის მასალები უკვე გადასცეს და გაუთქმელობის დოკუმენტზე მოაწერინეს ხელი. ადვოკატებისთვის გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წუხელ, კლუბ „ბასიანსა“ და კაფე „გალერიში“ ნარკორეალიზაციის ბრალდებით რვა პირი დააკავა.

შსს-ში დღეს სპეციალური ბრიფინგი ჩატარდა და აღნიშნულ საქმეზე ვიდეომასალა გასაჯაროვდა.

უწყების ცნობით, არსებობდა დასაბუთებული საფუძველი, რომ კლუბ „ბასიანთან“ და „გალერისთან“ ნარკორეალიზატორებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ.