ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკანონმდებლო განხილვის ვადამ სამი კვირით გადაიწია
ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკანონმდებლო განხილვის ვადამ სამი კვირით გადაიწია

ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკანონმდებლო განხილვის ვადამ სამი კვირით გადაიწია. გადაწყვეტილება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

განხილვის გადაწევის მიზეზი სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილმა განმარტა.

„ე.წ. ნარკოპოლიტიკის კანონმდებლობის საკომიტეტო განხილვების ვადა ხვალ იწურება. სამუშაო ჯგუფი კონსულტაციების ეტაპზეა, ხელისუფლებასთან ერთად, ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან. სამწუხაროდ, ვადა არ აღმოჩნდა საკმარისი. გადაიდოს სამი კვირით განხილვის ვადა. ეს საკითხიც ყველასთან შეთანხმებულია და მხარი დაუჭირეთ ამ წინადადებას“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მათიკაშვილს ეთანხმება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაც, რომლის განცხადებით, საბოლოო პოზიციის შეჯერების შემდეგ, კომიტეტი მზად არის, დაიწყოს საჯარო განხილვა.