ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით მინი-ფეხბურთში ტურნირი იმართება
„ჯანსაღ ცხოვრებას ალტერნატივა არ აქვს“ – ამ სლოგანით თბილისში იმართება ტურნირი მინი-ფეხბურთში. ტურნირი ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ეძღვნება. მასში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და კერძო ორგანიზაციის 8 გუნდი მონაწილეობს.
ტურნირის მიზანი ნარკომანიასთან ბრძოლა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა. შეჯიბრებას ორგანიზაცია „ახალი ვექტორი“ თბილისის მერიისა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით მართავს.