ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ირაკლი ქორიძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
გასულ წელს თურქეთიდან რეანომობილით 900 აბი ნარკოტიკის შემოტანის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ქორიძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზე ჩაინიშნა.
ბრალდების სიმძიმის გათვალისწინებით, პროკურატურამ მის მიმართ შესაძლოა, საპატიმრო ღონისძიების გამოყენება მოითხოვოს.
რადგან ქორიძე საქმეში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, ადვოკატები აპირებენ, აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოზე გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენონ. ამის კიდევ ერთ არგუმენტად ადვოკატები იმ გარემოებას ასახელებენ, რომ გასულ წელსაც, როდესაც ხულორდავას ქორიძის წინააღმდეგ ჩვენება ჰქონდა მიცემული, ქორიძე თანამშრომლობდა გამოძიებასთან, მისცა ჩვენება და მას ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანა არ დაუტოვებია.
მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის („ბახალას“) საქმესთან დაკავშირებით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ირაკლი ქორიძე 30 მარტს დააკავეს.