შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული დ. ბ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბორჯომში დააკავეს.
უწყების ცნობით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ორ შეკვრად დაფასოებული ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.