ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ ვლადიმერ პუტინს პრეზიდენტად ხელახლა არჩევა მიულოცა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
„გულთბილად ვულოცავ ბატონ ვლადიმირ პუტინს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას. მოუთმენლად ველოდები ერთად მუშაობას მომავალ წლებში ინდოეთსა და რუსეთს შორის დროში გამოცდილი სპეციალური და პრივილეგირებული სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად“, – წერს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი.
ამასთან, როგორც კრემლის პრესსამსახური იტყობინება, ნარენდრა მოდისა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბაიც შედგა, რა დროსაც ინდოეთის ლიდერმა მას გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა.