ნაქერალის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა
ნაქერალის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ50 (ნაქერალის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

უწყების ცნობით, შეზღუდვის მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობები (ინტენსიური თოვა, შეზღუდული ხილვადობა, ზვავები) გახდა.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.