„ნაპოლის“ საჩემპიონო ზეიმის ღამეს ნეაპოლში სროლისას ერთი ადამიანი დაიღუპა #1TVSPORT
იტალიის ქალაქ ნეაპოლში, „ნაპოლის“ სერია A-ში გამარჯვების საზეიმო აღნიშვნის დროს, სროლისას ერთი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს. ამასთან, დაშავებულია შვიდი ადამიანი, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ზოგიერთ მათგანს დაზიანებები პიროტექნიკის გამო აქვთ მიღებული.
ადგილობრივი მთავრობის ცნობით, უბედური შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, როცა ნეაპოლელები საფეხბურთო გუნდის გამარჯვებას აღნიშნავდნენ. როგორც ცნობილია, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი მამაკაცია.
ნეაპოლის პრეფექტმა, კლაუდიო პალომბამ განაცხადა, რომ ინციდენტს არანაირი კავშირი არ ჰქონდა საფეხბურთო კლუბის გამარჯვებისადმი მიძღვნილ ზეიმთან.