იტალიის სერია A-ში მე-19 ტური დაიწყო. პარასკევს ერთადერთი მატჩი გაიმართა, რომელშიც ლიდერი “ნაპოლი” თამაშობდა. მან სტუმრად 1:0 მოუგო “კროტონეს” და ნებისმიერ შემთხვევაში, 2017 წელს პირველ ადგილზე დაასრულებს. ერთადერთი გოლი ამ მატჩში მე-17 წუთზე მარეკ ჰამშიკმა გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ “ნაპოლი” გახდა ერთადერთი გუნდი ევროპის TOP5 ლიგებიდან, რომელსაც 2017 წელს გასვლაზე არ წაუგია. “ნაპოლის” ანგარიშზე 20 მატჩი იყო სტუმრად, აქედან 18 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა. სულ კი ეს გუნდი გასვლაზე 23 მატჩია არ მარცხდება. ბოლოს სტუმრად ნეაპოლელებმა 2016 წლის ოქტომბერში წააგეს.
“ნაპოლის” 48 ქულა აქვს და ოთხი ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს “იუვენტუსს”, რომელიც შაბათს ჩაატარებს თავის მატჩiს მე-19 ტურში – სტუმრად “ვერონასთან“.