იაპონელმა ნაომი ოსაკამ ამერიკის ღია პირველობის მოგების შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა და გამარჯვება მოიპოვა: ტოკიოში, წყნარი ოკეანის ღია პირველობაზე (Pan Pacific Open) მან სლოვაკი დომინიკა ციბულკოვა ორ სეტში, 6-2, 6-1 დაამარცხა და ახლა ჩეხ ბარბარა სტრიკოვასა და ესტონელ ანეტ კონტავეიტს შორის გამარჯვებულს ელის.
ამ ზაფხულს, ამერიკის ღია პირველობის ფინალში, 20 წლის ოსაკამ ამერიკელ სერენა უილიამსს მოუგო და „დიდი სლემის“ ტურნირზე კარიერაში პორველად გაიმარჯვა, თუმცა მისი ეს წარმატება უილიამსის მიერ მსაჯის მიმართ შეურაცხმყოფელმა გამოხდომებმა და ამით გამოწვეულმა აჟიოტაჟმა გადაფარა.
მიმდინარე წლის 10 სექტემბრისთის, ნაომი ოსაკა „ქალთა ჩოგბურთის ასოციაციის“ (WTA) რეიტინგში მეშვიდე პოიციამდე ავიდა, რაც მისი საუკეთესო შედეგია.