სოციალურმა ქსელმა „ტვიტერმა“ გამოაქვეყნა ქალი სპორტმენების ტოპ-ათეული, რომლებიც ყველაზე ხშირად იყვნენ მოხსენიებულნი გულშემატკივრების მიერ 2020 წლის განმავლობაში.
რეიტინგს სათავეში ჩაუდგა იაპონელის ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა. მეორე ადგილზე ასევე ჩოგბურთელია – ამერიკელი სერენა უილიამსი. სამეულში მოხვდა ამერიკელი ფეხბურთელი მეგან რაპინო.
შემდეგ მოდიან: ამერიკელი სიმონა ბაილზი (სპორტული ტანვარჯიში), კორეელი იუნა კიმი (ფიგურული ციგურაობა), ამერიკელი ალექს მორგანი (ფეხბურთი), რუსი მარია შარაპოვა (ჩოგბურთი), ამერიკელი მერსედეს ვარნადო (რესტლინგი), ამერიკელი მაია მური (კალათბურთი) და ამერიკელი ალექსის კაუფმანი (რესტლინგი).
რეიტინგის შედგენისას გაითვალისწინეს „ტვიტერის“ მონაცემები 2020 წლის 1 იანვრიდან 30 ნოემბრამდე.