მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, იაპონელმა ნაომი ოსაკამ, ტაივანელი სუ-ვეი ჰსიე დაამარცხა შტუტგარტის ტურნირის მეორე წრეში. რეიტინგის ლიდერმა ორ სეტში – 6:4, 6:3 გაიმარჯვა.
შეხვედრა საათი და 26 წუთი გაგრძელდა. ოსაკამ შვიდი ეისი ჩააწოდა და სამი ბრეიკი შეასრულა, მისმა მეტოქემ კი ვერც ერთხელ ვერ აიღო იაპონელის მოწოდება.
ამ მოგების შემდეგ, იაპონელს ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის რეიტინგში 6066 ქულა გაუხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორშაბათს, ახალ კლასიფიკაციაში, კვლავ პირველ ადგილზე იქნება.
აღვნიშნავთ, რომ შტუტგარტის ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ჩეხი კაროლინა პლიშკოვაა.