ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სახლის ნანგრევებიდან მაშველებმა ერთი გარდაცვლილი ამოიყვანეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, გარდაცვლილი ქალია.
ნანგრევებში ცხედრის პოვნის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას რამდენიმე წუთის წინ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან ორი ადამიანია ამოყვანილი და ისინი სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.