ნანა ფაჩუაშვილი - აღფრთოვანებული ვარ იმ ხარისხით, რაც საქართველოს პირველი არხის შენობაშია, პირველი არხი იყო მუდამ პირველი და იქნება პირველი
ნანა ფაჩუაშვილი - აღფრთოვანებული ვარ იმ ხარისხით, რაც საქართველოს პირველი არხის შენობაშია, პირველი არხი იყო მუდამ პირველი და იქნება პირველი

მსახიობი ნანა ფაჩუაშვილი საქართველოს პირველი არხის ახალი შენობის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

„აღფრთოვანებული ვარ იმ ხარისხით, რაც საქართველოს პირველი არხის შენობაშია. პირველი არხი მუდამ პირველი იყო და პირველი იქნება, მით უფრო ახლა. გილოცავთ და ვულოცავ მთელ საქართველოს“, – განაცხადა ფაჩუაშვილმა.

საქართველოს პირველ არხს ახალი შენობა აქვს, რომელიც პოლიტკოვსკაიას 31 ნომერში მდებარეობს. მშენებლობის პროცესი დასრულდა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა საზეიმო ვითარებაში დღეს ოფიციალურად გაიხსნა.