„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები აქციას დღეს თბილისში გამართავენ.
პროტესტის მონაწილეები დილით ქუთაისში, სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ, საიდანაც მანქანებით დედაქალაქისკენ დაიძრნენ.
აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე 14:00 საათიდან შეიკრიბებიან, სიტყვით გამოსვლები კი 15:00 საათზე დაიწყება.
მათი თქმით, ქართული მიწის გასხვისებას არ დაუშვებენ და თბილისში მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე დარჩებიან.