„ნამახვანჰესის“ აქციის მონაწილეები დღეს გზას ფილარმონიასთან გადაკეტავენ
„ნამახვანჰესის“ აქციის მონაწილეები დღეს გზას ფილარმონიასთან გადაკეტავენ

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები ფილარმონიასთან გზის გადაკეტვას დღეს აპირებენ, – ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

ამასთან, გოლეთიანმა თბილისის მოსახლეობას გვერდით დგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„რაც შეეხება დღევანდელ გეგმას. ჩვენ ვაპირებთ, რომ რუსთაველის გავლით გადავინაცვლოთ ფილარმონიასთან და იქ გადავკეტოთ სავალი ნაწილი. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მოსახლეობას, რომელიც გვერდით გვიდგას და იცავს სახელმწიფოს ინტერესს, დგას იქ, სადაც უნდა იდგეს. არ ტოვებს თავის ადგილს ცარიელს“, – განაცხადა გოლეთიანმა.

ცნობისთვის, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები ორი დღეა აქციას დედაქალაქში მართავენ.