„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები გუმათში, რკინის ჯებირებთან არიან შეკრებილი
„ნამახვაჰესის“ მოწინააღმდეგეები სოფელ გუმათში რკინის ჯებირებთან არიან შეკრებილი.
მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წევრები ამბობენ, რომ დღეს 19:00 საათზე კვლავ გაიმართება მხარდამჭერებთან შეხვედრა, სადაც ისინი პროტესტის გეგმებსა და ფორმებზე ისაუბრებენ. დღის ბოლოს კვლავ ხმაურის აქციაა დაანონსებული.
ვარლამ გოლეთიანის თქმით, ორშაბათს ქუთაისში „ენკას“ ოფისთან გუმათიდან დაგეგმილია მსვლელობა. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერის თქმით, ისინი სიმბოლურად „ენკას“ ოფისის ბლოკირებას შეეცდებიან და კვლავ მოითხოვენ კომპანიისგან, დატოვოს რიონის ხეობა.
ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ ამ დროისთვის აქციის მონაწილეებს რიონის ხეობაში შესასვლელი ექვსი გზა აქვთ გადაკეტილი და „ენკას“ სამშენებლო ტექნიკას გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.