ნახიჩევანში რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ილჰამ ალიევს შორის შეხვედრა გაიმართა
ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეხვედრა გაიმართა.
მანამდე ნახიჩევანში თურქეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ჩატარდა.
შეხვედრის დაწყებისას თურქული მედია წერდა, რომ შეხვედრაზე განხილული იქნებოდა ორი ქვეყნის ურთიერთობები, ასევე რეგიონული და საერთაშორისო მოვლენები.
მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებებისას ილჰამ ალიევი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ყარაბაღში აზერბაიჯანის მიერ ჩატარებულ ოპერაციას და შეიარაღებული სომხური ფორმირებების განიარაღების პროცესსაც განიხილავდნენ. გარდა ამისა, როგორც მედია წერდა, მხარეებს შორის საუბრის თემა იქნებოდა ზანგეზურის დერეფანიც.