შვედური ჯგუფის, ABBA-ს ევროვიზიაზე გამარჯვებიდან 50 წელი შესრულდა.
1974 წლის 6 აპრილს ABBA-ს ევროვიზიის კონკურსში გამარჯვება ჯგუფის კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად ითვლება.
დიდ ბრიტანეთში გამართულ ევროფესტივალზე ჯგუფმა საკონკურსო სიმღერა Waterloo შეასრულა, რომელიც ევროვიზიის ისტორიაში საუკეთესო სიმღერად დასახელდა. მაშინ Waterloo ევროპის ათ ქვეყანაში პირველ ადგილზე გავიდა. სიმღერა ასევე ტოპ ჰიტად იქცა ევროპის ფარგლებს გარეთაც, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და კანადაში, მოხვდა აშშ-ში, Billboard Hot 100-ის ტოპ ათეულშიც.
50 წლის წინ კონკურსში გამარჯვება იყო ABBA-ს ვარსკვლავური კარიერის დასაწყისი.
წელს ევროვიზიის მასპინძელი ქვეყანა შვედეთია. ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 7, 9 და 11 მაისს ქალაქ მალმეში, Malmö Arena-ზე გაიმართება.