ნაფტალი ბენეტი - ღაზაში არსებული ჰუმანიტარული კრიზისი ჩვენი საქმე არ არის
ღაზაში არსებული ჰუმანიტარული კრიზისი ჩვენი საქმე არ არის, – ეს ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ნაფტალი ბენეტის განცხადებაა, რომელსაც „ბიბისის“ ავრცელებს.
„მსოფლიოს შეუძლია, მოვიდეს და დაეხმაროს ღაზის მოსახლეობას, ეს ჩვენი საქმე არ არის“, – განუცხადა მან ვიქტორია დერბიშირს.
მისი თქმით, ჰუმანიტარული დახმარება უნდა იყოს ორმხრივი და „ჰამასმა“ ტყვეები უნდა გაათავისუფლოს.
ჟურნალისტმა ბენეტს უთხრა, რომ ისრაელმა უნდა მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ ებრძვის „ჰამასს“ და არა პალესტინელ ხალხს, რაზეც ექსპრემიერის პასუხი ასეთი იყო, „ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი ღაზაზე, ისევე როგორც თქვენ არ ხართ პასუხისმგებელი საფრანგეთზე“.