ტექნიკური სამუშაოების გამო, ნაძალადევის რაიონში წყალმომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური” ავრცელებს.
„კომპანია ჯორჯიან „უოთერ ენდ ფაური” მუხრანის მე-2 შესახვევში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 11:00-დან 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ნაძალადევის რაიონში
მუხრანის, რატევანის, ნაგომარის, შენგელაიას, ლიახვის, ჟინვალის, ბოგვის, ჭოპორტის, გლინკას, ხორნაბუჯის, ტიბაანისა და გარეჯელის ქუჩებს.
„წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს“, – აღნიშნულია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” განცხადებაში.