ნაძალადევის რაიონში, ღოღობერიძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
ნაძალადევის რაიონში, ღოღობერიძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე გზის სავალი ნაწილზე ძველი საფარის მოხსნა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 5500 კვ.კმ ფართობზე მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა, მოეწყობა ბორდიური, ტროტუარი, დაიგება ორფენიანი ასფალტის საფარი.
პროექტის ავტორების თქმით, რეაბილიტაციის შემდეგ მნიშვნელოვნად განიტვირთება საგზაო მოძრაობა.პროექტის ღირებულება თითქმის 400 000 ლარია. სამუშაოები თბილისის მერმა, კახა კალაძემ და ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ მოინახულეს.