ნაძალადევის გამგეობამ რაიონში კიდევ ერთი სკვერის მოწყობა დაიწყო.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სკვერი ზღვისუბანში, 2 300 კვ.მ ფართობზე მოეწყობა.
„ნაძალადევის რაიონის გამგეობამ დაიწყო სკვერის მოწყობა ზღვისუბნის მე-11 მიკრორაიონში, მე-2 კვარტლის N24-25-26 კორპუსებთან. შესაბამისი სამუშაოები 2 300 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს. ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია განათების ბოძები, სარწყავი და სამეთვალყურეო კამერების სისტემა, კალათბურთის მინიმოედანი, ტრენაჟორები და დასასვენებელი პავილიონი. დაწყებულია მოპირკეთების სამუშაოებიც“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
კახა კალაძის თქმით, პროექტის ღირებულება დაახლოებით 800 000 ლარია.