ნაძალადევის მე-9 საოლქო კომისიაში რაიმე დარღვევაზე ინფორმაცია არ შესულა
ნაძალადევის მე-9 ოლქში ყველა უბანი გახსნილია. ამ დროის ინფორმაციით, 97 უბანზე ხმის მიცემის პროცესი ზუსტად 08:00 საათზე დაიწყო.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის რაიმე დარღვევაზე ან ტექნიკურ შეფერხებაზე ინფორმაცია არ შესულა.
ოლქში სულ 135 747 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.