ნაძალადევის 33-ე საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრსა და დამკვირვებელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
ნაძალადევის მეცხრე საარჩევნო ოლქის 33-ე საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ მარინა დათუკიშვილსა და უბანზე დამკვირვებელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მარინა დათუკიშვილმა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მოსთხოვა პასუხი, რამდენ ჟურნალისტს ჰქონდა უბანზე ერთდროულად მუშაობის უფლება. კითხვას ერთ-ერთმა დამკვირვებელმა უპასუხა, რასაც მხარეებს შორის შეკამათება მოჰყვა.
მარინა დათუკიშვილმა დამკვირვებელს საკუთარი ფუნქციის შესრულებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მან კითხვა კომისიის თავმჯდომარეს დაუსვა. დამკვირვებელმა დათუკიშვილი პროვოკაციაში დაადანაშაულა.