უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის აქციები უკრაინის დამცირებაა.
ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა ტელეკომპანია NewsOne-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის მოძრაობის უკან დგას პოლიტიკური გათვლები, რითაც სახალხო დეპუტატები ხელისუფლებაში მოსასვლელად სარგებლობენ.
როგორც ნადეჟდა სავჩენკომ განაცხადა, უკრაინის ხელისუფლება ვერ უმკლავდება შექმნილ ვითარებას და ამით საერთაშორისო საზოგადოებას თავისი სისუსტე აჩვენა.
„საგარეო პოლიტიკისთვის ეს არის უკრაინის დამცირება. დამცირება ქაოსში, კორუფციაში, არეულობაში, ხელისუფლების უუნარობაში“, – განაცხადა სავჩენკომ.