სასამართლოს გადაწყვეტილებით, საფრანგეთის სპორტის ყოფილმა მინისტრმა, როზელინ ბაშლომ 12 000 ევრო უნდა გადაუხადოს მსოფლიოს პირველ ჩოგანს, რაფაელ ნადალს, – იტყობინება სააგენტო AFP.
რამდენიმე თვის წინ 29 წლის ესპანელმა სასამართლოში უჩივლა ექსჩინოვნიკს, რომელმაც ჩოგბურთელი დოპინგის მიღებაში დაადანაშაულა. ყოფილი მინისტრის თქმით, ჩოგბურთელმა დაახლოებით შვიდი თვე არა ტრავმის გამო, არამედ აკრძალული პრეპარატის გამოყენების გამო გამოტოვა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბაშლომ ნადალს 10 000 ევრო უნდა გადაუხადოს მორალური ზარალისთვის და 2 000 სასამართლო ხარჯებისთვის.
ესპანელი 100 000 ევროს ითხოვდა.