მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ესპანელი რაფაელ ნადალი კორტზე დაბრუნებას აკაპულკოს ტურნირზე გეგმავს.
გუშინ, ჩოგბურთელმა ესპანურ პრესასთან კომენტარში განაცხადა, რომ ავსტრალიის ღია პირველობაზე მიღებული მარცხენა ფეხის ტრავმის შემდეგ, აღდგენითი პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ დაზიანების გამო, ნადალმა ვერ დაასრულა ავსტრალიის ღიას მეოთხედფინალი მარინ ჩილიჩის წინააღმდეგ.
ამ მომენტისთვის, ესპანელი ჩოგბურთელი მადრიდში იმყოფება. მას იმედი აქვს, რომ სრულად აღდგება აკაპულკოს ტურნირისთვის, რომლის სტარტი 26 თებერვალსაა.