„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვეტილება შეცვალა და მთავრობის შემადგენლობას ხვალ ფრაქციის ფორმატში მოუსმენს
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვეტილება შეცვალა და მთავრობის შემადგენლობას ხვალ ფრაქციის ფორმატში მოუსმენს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
მანამდე პარტიის წევრები აცხადებდნენ, რომ მთავრობის შემადგენლობის მოსმენებს ბოიკოტს უცხადებენ და საკომიტეტო მოსმენების მსგავსად, არც ფრაქციის ფორმატში შეხვედრას დაესწრებოდნენ. მათივე თქმით, მხოლოდ პლენარულ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობისთვის კენჭისყრის პროცედურაზე აპირებდნენ დასწრებას.
როგორც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი მათი მხარდამჭერების, პარტიული აქტივისა და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეების მოთხოვნა გახდა, რომ გამოეყენებინათ ფორმატი მთავრობასთან არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ.