უმრავლესობის შეურაცხმყოფელი განცხადებები და გამონათქვმები ზღვარს გასცდა, თქვენ არ გაითვალისწინეთ არც ერთი ჩვენი ონიციატივა, – მიმართა თბილისის მერს საკრებულოში, თბილისის ბიუჯეტის სხდომის განხილვისას “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ.
მისი განცხადებით, ეს არის ბიუჯეტი, რომლითაც გაძვირებული ცხოვრების ფონზე, არ არის გათვალისწინებული ზედმეტი თეთრი სოციალურად დაუცველებისთვის, არ არის გაზრდილი პენსიონრებისთვის წამლების ვაუჩერი 200 ლარამდე და უფასო მგზავრობა სტუდენტებისთვის.
„რასაც გთავაზობდით, არ დაეთანხმეთ და ჩვენ არ ვაპირებთ ბიუჯეტის ზარ-ზეიმით დამტკიცებაში მონაწილეობას. ამიტომ პროტესტის ნიშნად ვტოვებთ სხდომას“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.