„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის რეგიონების მერობის კანდიდატები წარადგინა. პარტიის ოფისში გამართულ ღონისძიებაზე მერობის კანდიდატები პარტიის ლიდერმა ნიკა მელიამ დაასახელა.
„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატები არიან:
ქუთაისი – ხატია დეკანოიძე;
მცხეთა – ზაალ უდუმაშვილი;
რუსთავი – დავით კირკიტაძე;
თელავი – გიორგი ბოტკოველი;
მარტვილი – თემურ ჯანაშია;
ბათუმი – გიორგი კირთაძე;
ქობულეთი – ბონდო თედორაძე;
ხელვაჩაური – მიშა ბოლქვაძე;
ქედა – რამი ბერიძე;
შუახევი – როინ ზოიძე;
ხულო – გოგიტა სოლომონიძე;
ვანი – ბადრი მებურიშვილი;
ზესტაფონი – ბაქარ ხიჯაკაძე;
სამტრედია – მამუკა ბიბილეიშვილი;
ადიგენი – მარეხი დათაშვილი;
ასპინძა – გიორგი გიორგაძე;
საგარეჯო – დავით ჯავახიშვილი;
ახმეტა – ზურაბ ოტიაშვილი;
გურჯაანი – სერგი კაკალაშვილი;
დედოფლისწყარო – თამაზ კოჭლამაზაშვილი;
სიღნაღი – ზაზა პაპუაშვილი;
დმანისი – გიორგი ტატუაშვილი;
თეთრიწყარო – ვანო მაღალაშვილი;
გორი – ვასილ მახარაშვილი;
ხაშური – იოსებ ბუაძე;
კასპი – ნუგზარ ნონიაშვილი;
ქარელი – ნიკოლოზ ახალკაცი;
ხობი – ბესო შენგელია;
ზუგდიდი – ანზორ მელია.