„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, გაერთიანებული ოპოზიციის – „ძალა ერთობაშიას“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და ასევე ქუთაისის მერობის კანდიდატი გიგა შუშანია ქუთაისში ამომრჩევლებს შეხვდნენ.
კანდიდატებმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა და ქუთაისის განვითარების მათი ხედვა გააცნეს. ასევე, ისაუბრეს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსის შენარჩუნების მნიშვნელობაზე.
„დღევანდელი შეხვედრა შეიძლება ჩაითვალოს გაერთიანებული ოპოზიციისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისად ქუთაისში. როდესაც ჩვენ ვხვდებით უამრავ ადამიანს, ვრწმუნდებით, რომ ასეთი გაჭირვება ქუთაისში არასდროს არ ყოფილა. ასეთი მიტოვებული და დაპაუზებული ქუთაისი არასდროს არ ყოფილა. ქუთაისელებში არის ერთიანი განწყობა, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება და ქუთაისს სასწრაფოდ უნდა დაუბრუნდეს ფუნქცია, ქალაქმა დაიწყოს სწრაფი განვითარება“,- განაცხადა გიგა შუშანიამ.
აღნიშნული შეხვედრით პარტიამ ქუთაისში 2020 წლის საარჩევნო კამპანია გახსნა.