„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მერობის კანდიდატების მეორე ნაწილი წარადგინა
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატების მეორე ნაწილი წარადგინა. პარტიის ოფისში გამართულ ღონისძიებაზე კანდიდატები პარტიის ლიდერმა, ნიკა მელიამ დაასახელა.
„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები იქნებიან:
სენაკი – კობა ნაყოფია;
ოზურგეთი – ირაკლი ღლონტი;
ჩოხატაური – ნონა სიხარულიძე;
წალენჯიხა – გია ხარჩილავა;
ჩხოროწყუ – ბადრი ქარჩავა;
ონი – ვაჟა ცეცაძე;
ცაგერი – მადონა ბენდელიანი;
წყალტუბო – ზაზა მეტრეველი;
ტყიბული – ბესიკ ზოსიაშვილი;
ბაღდათი – გიორგი რობაქიძე;
ხარაგაული – დავით მაღლაფერიძე;
საჩხერე – ირინე გრძელიშვილი;
ახალციხე – დავით ვალიაშვილი;
ახალქალაქი – მელიქ გარისიანი;
ნინოწმინდა – ავაკ მდოიანი;
ბორჯომი – გივი ჯობორდი;
დუშეთი – ლევან ლეკვეიშვილი;
თიანეთი – ილია არჩემაშვილი;
ყაზბეგი – იმედა შიოლაშვილი;
მარნეული – ელდარ მუსტაფაევი;
ბოლნისი – ვახტანგ ჩაგელიშვილი;
გარდაბანი – ბესიკ კახაბრიშვილი;
წალკა – რუსლან ხუციშვილი;
ყვარელი – ალექსანდრე მჭედლიშვილი.
ამასთან, „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დაუჭერს სხვა ოპოზიციური პარტიების შემდეგ კანდიდატებს: ლაგოდეხში ზურაბ ჯაფარიძეს, თერჯოლაში ზურაბ ბუცხრიკიძეს, ჭიათურაში ნოდარ ჩაჩანიძეს, ლანჩხუთში ლია მუხაშავრიას, ხონში ზურა ჯიბუხაიას, მესტიაში გეგი გულედანს.