მსოფლიო უმძიმეს დღეებს ითვლის. კორონავირუსის პანდემიამ პლანეტის თითქმის ყველა ქვეყანამდე მიაღწია. მსოფლიოს სპორტმა დროებით არსებობა შეწყვიტა. ამ მძიმე წუთებში ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია გულშემატკივრებს სასიამოვნო სიახლეს და სიურპრიზს სთავაზობს.
ლიგის არქივზე წვდომა, რომელიც აქამდე ფასიანი იყო 22 აპრილამდე მომხმარებლებისთვის სრულაიად უფასო ხდება. ფანებს საშუალება აქვთ, ყველა ისტორიულ და საინტერესო შეხვედრას გადაავლონ თვალი.