„ჯაზმა“ „ლეიკერსს“ შანსი არ დაუტოვა - ლიდერების ჯახი იუტაში [ვიდეო]
„ჯაზმა“ „ლეიკერსს“ შანსი არ დაუტოვა - ლიდერების ჯახი იუტაში [ვიდეო]

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი საინტერესო შეხვედრები გაიმართა. დასავლეთ კონფერენციის ლიდერები ერთმანეთს იუტაში დაუპირისპირდნენ. „ჯაზმა“ მოქმედ ჩემპიონს შანსი არ დაუტოვა და დამაჯერებელი ანგარიშით 114-89 დაამარცხა.

იუტელთა შორის 10 ქულიან ნიშნულს ექვსი კალათბურთელი აცდა. 18-18 ქულა მიითვალეს ჯორდან კლარკსონმა და რუდი გობერმა. ამ უკანასკნელს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. ორმაგი დუბლი შეასრულა დონოვან მიჩელმა (13 ქულა, 10 მოხსნა, რვა პასი).

მოქმედმა ჩემპიონმა მხოლოდ ბოლო მეოთხედის მოგება შეძლო. შეგახსენებთ, რომ „ლეიკერსი“ ერთერთი ლიდერის, ენტონი დევისის გარეშე ასპარეზობს. ყველაზე შედეგიანი 19 ქულით ლებრონ ჯეიმსი გამოდგა. 16 ქულა დააგროვა მონტრეზლ ჰარელმა.

მოპოვებული გამარჯვებით „ჯაზმა“ დასავლეთ კონფერენციაში პირველი ადგილი კიდევ უფრო განიმტკიცა (26 მოგება და ექვსი მარცხი). მეორე პოზიციაზე 23 მოგებითა და 10 მარცხით მეორე ლოს ანჯელესური გუნდი, „კლიპერსი“ იმყოფება. „ლეიკერსი“ კი 22 მოგებით და 11 წაგებით მესამე ადგილზეა.

 

სხვა მატჩების შედეგები:

ინდიანა – გოლდენ სტეიტი 107-111
ატლანტა – ბოსტონი 127-112
კლივლენდი – ჰიუსტონი 112-96
მაიამი – ტორონტო 116-108
ჩიკაგო – მინესოტა 133-126 (ოვერტაიმი)
ნიუ ორლეანი – დეტროიტი 128-118
ოკლაჰომა – სან ანტონიო 102-99
ფინიქსი – შარლოტი 121-124