„ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალი პლატფორმის პრეზენტაციაზე მიხეილ სააკაშვილის წიგნი დაარიგეს
„ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალი პლატფორმის პრეზენტაციაზე მიხეილ სააკაშვილის წიგნი დაარიგეს.
„ძალის გამოღვიძება“ – ასე ჰქვია მიხეილ სააკაშვილის წიგნს, რომელიც პრეზენტაციაზე მისულ პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს გადასცეს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ არჩევნებზე შეცვლილი სახელწოდებით გავლენ. როგორც დღევანდელ პრეზენტაციაზე განაცხადეს, ახალ პოლიტიკურ პლატფორმას „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ ერქმევა.