„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები კონსულტაციებს მართავენ
„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებს შორის ამ წუთებში შეხვედრა მიმდინარეობს.
პირველი არხის ინფორმაციით, დახურულ კარს მიღმა მიმდინარე შეხვედრას ესწრებიან გიგი უგულავა, აკაკი ბობოხიძე, ზურაბ მელიქიშვილი, ნიკა მელია და კიდევ რამდენიმე წევრი. არ არის გამორიცხული, კონსულტაციები საპარლამენტო უმცირესობის სტატუსთან დაკავშირებით მიმდინარეობდეს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფრაქცია „ევროპულ საქართველოს“ მოლაპარაკებების გამართვა რამდენიმე დღის წინ შესთავაზა, რომელმაც უმცირესობის სტატუსი დაკარგა.
ამ დროისთვის, „ევროპულ საქართველოს“ პარლამენტში 20 დეპუტატი ჰყავს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ექვსი. იმ შემთხვევაში, თუ ისინი გაერთიანდებიან, „ევროპული საქართველო“ უმცირესობის სტატუსს ამ ეტაპზე შეინარჩუნებს.