„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ყოფილი აქტივისტი აცხადებს, რომ ანი წითლიძემ სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა და საკითხის შესასწავლად პოლიციას მიმართა
„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ყოფილი აქტივისტი გელა შედანია აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ მას სოციალურ ქსელში, კომენტარების სახით, შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც პოლიციას საკითხის შესასწავლად მიმართა.
შედანია მიიჩნევს, რომ დაპირისპირებას პოლიტიკური სარჩული აქვს, რადგან ისინი სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ მას შემდეგ, რაც ნიკა მელიას გუნდში გადავიდა. გელა შედანიას განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში ანი წითლიძის მსგავსი ლექსიკით მოსარგებლე ადამიანი არ უნდა იყოს.
ამასთან, გელა შედანიას თქმით, დიდი იმედი არ აქვს, რომ სამართალდამცველები საკითხს შეისწავლიან.