„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ბექა კვინიკაძემ კომისიის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
მისი თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა დარღვევების ფონზე მიმდინარეობს.
„სერიოზული დარღვევები იყო სხდომაზე. ჩემი შეთავაზება იყო, რომ ეს განგვეხილა, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. შიგნით არანაირი კანონიერება არ ხდება და ამიტომ პროტესტის ნიშნად დავტოვე სხდომა. 122 უბნიდან 10 უბანზე საოლქო საარჩევნო კომისიებმა ამომრჩევლის მისვლაც კი ვერ დაადგინეს“, – განაცხადა ბექა კვინიკაძემ.
სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიაში ოქმების საბოლოო გადათვლა მიმდინარეობს.