„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მანუჩარ კვირკველია პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში, ოპოზიციური კვოტით, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ მანუჩარ კვირკველია აირჩიეს. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს კანდიდატს კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
„კომიტეტში მნიშვნელოვანია კონსტრუქციული აზრის მოსმენა, ამისთვის მანუჩარ კვირკველიასთან დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ,“ – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარ მიხეილ ყაველაშვილმა.
კომიტეტის წევრი, შოთა ხაბარელი ოპოზიციონერი დეპუტატის კომიტეტის საქმიანობაში ჩართვას მიესალმა და აღნიშნა, რომ ასეთი რანგის სპორტსმენის შემოსვლა კომიტეტში მნიშვნელოვანია.
ამასთან, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას” წარმომადგენლის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ კომიტეტების თავმჯდომარეებისა და მოადგილეების თანამდებობებზე უარს ამბობს.