„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე სამართალდამცველებმა დააჯარიმეს
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი ხატია დეკანოიძე სამართალდამცველებმა დააჯარიმეს.
როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, არ აპირებს, პოლიციის წესებს დაემორჩილოს.
„მაჯარიმებენ, თითქოს თვითიზოლაციისა და კარანტინის წესი დავარღვიე. არავითარი კარანტინისა და თვითიზოლაციის წესი არ დამირღვევია. წავედი, თბილად ჩავიცვი და მოვედი. ეს არის უკანონო დადგენილება. 42-ე მუხლს მითითებენ, რომელშიც წერია კარანტინი და იზოლაცია. მოვიდა ცხრა ეკიპაჟი, რათა მე გავეჩერებინე. არ ვაპირებ, ამათ წესებს დავემორჩილო, რადგან თვითიზოლაცია და კარანტინი მე არ დამირღვევია. მე ვერ შემიზღუდავენ გადაადგილების უფლებას. არ ვაპირებ, დავემორჩილო ამათ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ამასთან, სამართალდამცველებმა განმარტეს, რომ ხატია დეკანოიძე დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე მუხლის მეათე პრიმა (4210) ნაწილით, რაც ჯარიმის სახით 2 000 ლარს ითვალისწინებს.