საკრებულოს წევრის, „ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის, დავით მჟავანაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა.
მისივე მტკიცებით, სოფელ ლიხაურში მოქმედი კარიერების საკითხთან დაკავშირებით, საპროტესტო აქციის მხარდაჭერის გამო, მასზე კრიმინალური დაჯგუფებებიდან თავდასხმა განხორციელდა.
მჟავანაძის განცხადებით, მერზე განხორციელებულ თავდასხმამდე ამ ადამიანებმა გუბერნატორთან შეხვედრა გამართეს.
აღნიშნულ ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ გუბერნიის პრესსამსახურში. ფაქტს უარყოფს თავად ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე. შსს-ს ინფორმაციით, მათ უწყებაში აღნიშნულ საკითხზე შეტყობინება არ შესულა.