„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, პოლიციამ ნიკა მელია და ბაჩო დოლიძე ტერიტორიიდან გაიყვანა
გლდანში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება იმ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე ცხოვრობს. ირაკლი ეძგვერაძის სახლთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც, ნიკა მელიას განცხადებით, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმა მოხდა. სამართალდამცველები ტერიტორიაზე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ.
დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა ნიკა მელია და ბაჩო დოლიძე ტერიტორიიდან გაიყვანეს.