„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ქუთაისის მეექვსე მოწვევის საკრებულოს შეკრების პარალელურად აქცია გამართეს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ქუთაისის მეექვსე მოწვევის საკრებულოს შეკრების პარალელურად აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა არჩევნების შედეგები მერიასთან გააპროტესტეს.
ირაკლი გვალიას განცხადებით, ქუთაისს ჰყავს არალეგიტიმური მერი, რომელსაც ამომრჩეველთა მხოლოდ 18%-მა დაუჭირა მხარი.
მათ მერიის შესასვლელში კომისიის თავმჯდომარეების პლაკატები გააკრეს და განაცხადეს, რომ ამ ადამიანებმა არჩევნები გააყალბეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, დღეს ისინი საკრებულოს სხომაზე არ შეუშვეს.
ქუთაისში დღეს ახალმა საკრებულომ თავმჯდომარე და მოადგილეები უნდა აირჩიოს.