„ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მირანდა მესხს საოლქო-საარჩევნო კომისიის თავჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა მოსთხოვეს [ფოტო]
„ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა მირანდა მესხს საოლქო-საარჩევნო კომისიის საგანგებო სხდომის მოწვევას და ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა მოსთხოვეს.
მათი განცხადებით, არ შეიძლება იმ უკანონობის გაგრძელება, რასაც ის სჩადის. დაპირისპირება რამდენიმე წუთი გრძელდებოდა.
საბოლოოდ, მირანდა მესხი პოლიციის დახმარებით საკუთარ კაბინეტში შევიდა. შესვლამდე მან განაცხადა, რომ მათ მოთხოვნებს პასუხს წერილობით გასცემს. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები მირანდა მესხის კაბინეტის კარებთან დგანან.
ადგილზე მობილიზებული პოლიცია.